ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი გააგრძელებს სრული ძალით მოქმედებას, ვინც ცეცხლი დაანთო, ის მიიღებს ცეცხლს
01:46, 16 May, 2021
ისრაელი გააგრძელებს სრული ძალით მოქმედებას, ვინც ცეცხლი დაანთო, ის მიიღებს ცეცხლს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას. გამანადგურებელ დარტყმებს ვაყენებთ ტერორისტულ ორგანიზაციას. ის, ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეამციროს მშვიდობიანი მოქალაქეების ზიანი.

„ჰამასისგან“ განსხვავებით, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას მათ ზურგს უკან დამალვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ან რაც შეიძლება შევამციროთ მოქალაქეების ზიანი და პირდაპირ დავარტყათ ტერორისტებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პალესტინური მხარის მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის დარტყმებს 145 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 41 ბავშვია. „ჰამასის“ სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში გარდაცვლილია ათი ადამიანი, მათგან ორი ბავშვია.