ემანუელ მაკრონი - ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი მტრები და სად არიან ისინი
22:58, 10 Jun, 2021
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ნატო-მ უნდა განსაზღვროს სტრატეგიული პრიორიტეტები. ეს განცხადება საფრანგეთის ლიდერმა პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს სჭირდება სტრატეგია რუსეთთან ურთიერთობებში, ხოლო ჩინეთი არ უნდა იყოს ალიანსისთვის პრიორიტეტული.

მაკრონის განცხადებით, ნატო უნდა იყოს მომთხოვნი რუსეთის მიმართ, როდესაც საქმე ეხება მოსკოვის შემოჭრებს. კიბერთავდასხმებს და დაშინებას, თუმცა ამავე დროს აუცილებელია ევროპის გეოგრაფიის გათვალისწინება.

„ვფიქრობ, ორგანიზაციას სჭირდება მშვიდობიანი ჩარჩო რუსეთთან, თუმცა ამავე დროს მომთხოვნი, მაშინ როდესაც სახეზეა რუსეთის შემოჭრები, კიბერთავდასხმები, დაშინება, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ევროპის გეოგრაფია. ორგანიზაცია სჭირდება მკაფიოდ განსაზღვრული ჩარჩო შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით, რაც დღეს არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ და სად არიან ისინი“, - განაცხადა მაკრონმა

ამასთან, ჩინეთზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, ეს საკითხი ნატო-სთვის პრიორიტეტული არ უნდა იყოს, რადგან, ჩინეთი ატლანტიკის გეოგრაფიის ნაწილი არ არის.