ზღაპრული შიკი და კარგი გოლები - ევრო 2020-ის ტოპ-5 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT
00:29, 19 Jun, 2021
ევრო 2020-ზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები დაიწყო. პირველ ტურში გატანილი საუკეთესო გოლების ხუთეულს წარმოგიდგენთ.


5. ლორენცო ინსინიე

იტალია-თურქეთი 3:0

იტალიის ნაკრებს თურქეთთან შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჰქონდა. მაგრამ 79-ე წუთზე „ნაპოლის“ თავადმსხმელმა მათ იმედებს საბოლოო ხაზი გადაუსვა - მან მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და შორეულ კუთხეში გაუტანა.




4. კრიშტიანო რონალდო

უნგრეთი პორტუგალია 0:3

პორტუგალიელთა ლიდერმა 90+2-ე წუთზე რაფა სილვას მარტვივი სამკუთრხედი გაუთამაშა, დუბლი შეასრულა და ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი გოლებით რეკორდსმენი გახდა.




3. ანდრი იარმოლენკო

ნიდერლანდები-უკრაინა 3:2

ნიდერლანდები უკრაინასთან 2:0-ს იგებდა, როდესაც ანდრი იარმოლენკომ საჯარიმოსთან მიიღო ბურთი და ეფექტურად გაიტანა - „ვესტ ჰემის“ უკრაინელმა შემტევმა ნიდერლანდელთა მეკარე სახტად დატოვა.




2. სტეფან ლაინერი

ავსტრია - ჩრდილოეთ მაკედონია 3:1

ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრის მე-18 წუთზე ავსტრიელთა მცველი სტეფან ლაინერი შეტევაში ჩაერთო და მარსელ ზაბიცერის შორეული გადაცემა გოლით დააგვირგვინა - მახვილი კუთხიდან რთული დასარტყმელი პოზიციიდან ავსტრიელები დააწინაურა. კარგი იყო შესრულებაც და გოლიც მნიშვნელოვანი გახლდათ.




1. პატრიკ შიკი

შოტლანდია-ჩეხეთი 0:2

ეს გოლი ყველზე ზუსტად პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, გადაცემის ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა შეაფასა, როდესაც ჩეხი თავდამსხმელის გოლს ზღაპრული უწოდა - მსგავსი გოლი ასეთ ტურნირებზე ძნელი გასახსენებელია.
„ბევრ კარგი გოლი გავიდა, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი გოლები. შიკის გატანილი კი იყო ზღაპარი! ჯერ სად დაინახა კარიდან გამოსული მეკარე, მერე 50 მეტრიდან შესრულება არ გინდა? ამიტომ, რა თქმა უნდა, საუკეთესოდ შიკის გოლი მიმაჩნია“, - განაცხადა გუცაევმა.