მოსკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების მატება ახალი შტამების გავრცელებას უკავშირდება
00:38, 18 Jun, 2021
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების მატება „კოვიდ-19“-ის ახალი შტამების გავრცელებას უკავშირდება.

მისივე თქმით, მოსკოვში ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მოსკოვის მერის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ უკვე ხვალ მოსკოვში ვირუსით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 9 000 იყოს.

სობიანინის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, ჯანდაცვის სამინისტრო და ყველა შესაბამისი სტრუქტურა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მან არ გამორიცხა, რომ უახლოეს ხანში მთავრობას დამატებითი ზომების გატარება დასჭირდეს.