იტალიის საზოგადოებრივ მაუწყებელს საბაგიროს ჩამოვარდნის ამსახველი კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენების გამო აკრიტიკებენ
01:24, 18 Jun, 2021
იტალიის საზოგადოებრივ მაუწყებელ „რაის“ საბაგიროს ჩამოვარდნის ამსახველი სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენების გამო აკრიტიკებენ.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, აღნიშნული საქმის გამომძიებლები და პროკურორები აცხადებენ, რომ ამ კადრების ჩვენება, სადაც მსხვერპლთა ბოლო წუთებია ნაჩვენები, „სრულიად შეუფერებელი“ იყო.

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის შოკირებულია კადრების ეთერში გაშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

საბაგიროზე დატრიალებული ტრაგედიის დროს კაბინაში ხუთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც დაიღუპნენ. მომხდარის შედეგად, გადარჩა მხოლოდ ერთი, ხუთი წლის ბავშვი, რომლის მშობლებიც და ორი წლის ძმაც დაიღუპნენ.

პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ საბაგიროს საგანგებო მუხრუჭი, რომელსაც შეეძლო, ავარია თავიდან აეცილებინა, განზრახ იყო გამორთული. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სამი ადამიანი.