ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი წინანდალში [ფოტო/ვიდეო]
22:32, 21 Jul, 2021
ნანი ბრეგვაძე 85 წლისაა. საიუბილეო თარიღი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კონცერტით აღინიშნება. ნანი ბრეგვაძე სცენაზე კომპოზიტორ, პიანისტ და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარდგა. საღამოს დათუნა ალადაშვილი და ნატალია ქუთათელაძე უძღვებიან.

დღევანდელი საღამოს განსაკუთრებული სტუმარია ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.

ამასთან, კულტურის პალატისა და საქართველოს პირველი არხის პარტნიორობით, წინანდლის გარდა, ნანი ბრეგვაძე კონცერტებს გამართავს ბათუმსა და თბილისში.

წინანდლის კონცერტის ჩანაწერს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.




https://www.youtube.com/watch?v=LMzcG4MQbX4