აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის
00:45, 22 Jul, 2021
საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

„საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია. თუმცა, არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, დამოუკიდებლად და დროულად გამოიტანოს კომპეტენტური გადაწყვეტილება კომერციულ საქმეებზე. ზოგიერთი საქმე წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში. სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დანაკლისზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონებისა და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ საკითხების გადაჭრაზე და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.