მომსახურების სააგენტო - საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლების გამო, 7-დან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება
14:36, 05 Aug, 2021
მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება იგეგმება, რის გამოც საგამოცდო პროცესში გარკვეული ცვლილება მოხდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.