გიორგი გახარია - ჩემი რეიტინგი ის ხალხია, რომლებიც აქ არიან, ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევა ჩემთვის მხოლოდ ტექნიკური ინფორმაციაა
15:54, 05 Aug, 2021
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „აირაის“ შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის კვლევის შედეგი მხოლოდ ტექნიკური ინფორმაციაა.
„ჩემი რეიტინგი ის ხალხია, რომლებიც აქ არიან. „
აირაის“ და ნებისმიერი კვლევითი ორგანიზაციის კვლევები ჩემთვის არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
IRI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოს
გამოქვეყნდა, გამოკითხულთა მოწონების მიხედვით, პირველ სამეულში ილია მეორე, კახა კალაძე და გიორგი გახარია არიან.