ჰაიტის პრემიერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი პროკურორი, რომელიც პრეზიდენტ ჯოვენელ მოისეს მკვლელობის საქმეზე მისთვის ბრალის წარდგენას ითხოვდა
02:07, 15 Sep, 2021
ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, არიელ ჰენრიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი პროკურორი, რომელიც პრეზიდენტ ჯოვენელ მოისეს მკვლელობის საქმეში მისთვის ბრალის წაყენებას ითხოვდა.

ჰაიტის უკვე ყოფილმა მთავარი პროკურორ,ა ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არიელ ჰენრის წინააღმდეგ, ბრალის წარდგენა მოითხოვა.

ბედ-ფორდ კლოდმა მოსამართლეს მიმართა, გამოიძიოს მკვლელობის საქმეში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, რადგან მისი თქმით, პრეზიდენტის მკვლელობის ღამეს არიელ ჰენრი, სავარაუდოდ, მთავარ ეჭვმიტანილს ტელეფონით ესაუბრა.

კლოდმა ასევე მოითხოვა, რომ „გამოაშკარავებული ფაქტების სიმძიმის გამო“ ჰენრის ჰაიტიდან წასვლა აეკრძალოს.

ჰაიტის პრეზიდენტი ჯოვენელ მოისე მიმდინარე წლის 7 ივლისს საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს. არიელ ჰენრი კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კვირაში დაინიშნა.