ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ იერუსალიმში დახურული საკონსულოს ხელახლა გახსნას გეგმავს
22:50, 13 Oct, 2021
აშშ პალესტინასთან კავშირის გასაღრმავებლად, იერუსალიმში დახურული საკონსულოს ხელახლა გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პირობა, აღადგინოს საკონსულო, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენდა დიპლომატიური კავშირის შესაძლებლობას პალესტინელებთან, ვიდრე მას 2018 წელს წინამორბედი ადმინისტრაცია დახურავდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საკონსულოს ხელახლა გახსნის თარიღი არ დაუსახელებია.

ამასთან, ცვლილება არ შეეხება საელჩოს.