ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის
23:09, 13 Oct, 2021
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 26 ექსპერტისგან დაკომპლექტებულ ახალ მეცნიერ-მრჩეველთა გუნდს ქმნის, რომელიც კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის.

ექსპერტთა შორის რამდენიმე პირი უჰანის საგამოძიებო მისიის გუნდის წევრია.

„ახალი პათოგენების წარმომავლობის დადგენა აუცილებელია მომავალში ეპიდემიების პრევენციისთვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის პრეზიდენტის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებაში.