იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა
17:21, 26 Oct, 2021
იტალიაში საწვავის ფასი რეკორდულად გაძვირდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ამჟამად ერთი ლიტრი ბენზინი იტალიაში 1,7 ევრო, ხოლო ერთი ლიტრი დიზელი 1,6 ევრო ღირს.

მომხმარებელთა კავშირის მონაცემებით, იტალიაში საწვავი ასეთი ძვირი ბოლოს 2014 წელს იყო.

ამასთან ერთად, იტალიური მედია წერს, რომ გაძვირდა ბუნებრივი აირი, თხევადი გაზის ფასი 0,8 ევროს შეადგენს.