კახა კალაძე - გვარამიამ განაცხადა, რომ კალაძის პირადი მტერია და დაამთავრებს კალაძეს, კი ბატონო, მიღებულია ეს გამოწვევა
18:15, 26 Oct, 2021
გვარამიამ განაცხადა, რომ კალაძის პირადი მტერია და დაამთავრებს კალაძეს, კი ბატონო, მიღებულია ეს გამოწვევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ჩვენი ინფორმაციით, მამათქვენი, კარლო კალაძე სიებს ითხოვს, თუ ვინ არ მიდის აქციაზე“, კალაძემ უპასუხა, რომ მის ოჯახს თავი დაანებონ.

„ჩემს ოჯახს, მამაჩემს და ჩემს მშობლებს, ძალიან დიდი თხოვნაა, დაანებეთ თავი. ამ სიბინძურეს, რასაც ეწევით თქვენ და გვარამია, სამარცხვინოები ხართ. უბრალოდ გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი რომ ხდება, მაგრამ არაუშავს, მიღებულია გამოწვევაც, რომელიც თქვენმა გენერალურმა პროკურორმა ბატონმა გვარამიამ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ კალაძის პირადი მტერია და დაამთავრებს კალაძეს. კი ბატონო, მიღებულია ეს გამოწვევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.