აშშ-მა „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღის გავრცელების გამო, უკრაინა მოგზაურობისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა
18:37, 26 Oct, 2021
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა უკრაინა მოგზაურობისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა.

ამერიკელმა ეპიდემიოლოგებმა უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღის გავრცელების გამო ქვეყანას საფრთხის უმაღლესი, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს.

ამჟამად სამოგზაუროდ ყველაზე სახიფათო ქვყნების ნუსხაში აშშ-ს სულ 77 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი, მათ შორის არის საქართველოც.

შეგახსენებთ, რომ აშშ 8 ნოემბრიდან აპირებს, გახსნას საზღვრები უცხოელი ვიზიტორებისთვის. წინასწარი ცნობებით, აშშ-ში ჩასვლა სრულად ვაქცინირებულ მოგზაურებს შეეძლებათ, ხოლო აუცრელებს 24 საათით ადრე ჩატარებული კოვიდტესტის წარდგენა მოუწევთ.

18 წლამდე ბავშვებს ვაქცინაციის დოკუმენტს არ მოსთხოვენ, თუმცა მათაც მოუწევთ კოვიდტესტის პასუხის წარდგენა.