თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი იყო
19:04, 26 Oct, 2021
თბილისში, პეკინის გამზირზე ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, თავდაპირველად ცეცხლი ნაგვის ურნებს გაუჩნდა და იქვე მგდარ ავტომობილზე გადავიდა.

ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები. ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.