საქართველო-უკრაინა - საკალათბურთო დაპირისპირებების ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT
14:39, 25 Nov, 2021
26 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს უკრაინასთან მატჩით იწყებს. შეხვედრა19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო უკრაინას შვიდჯერ ეთამაშა, საიდანაც ორი ოფიციალური მატჩი იყო. ორივე გადამწყვეტი მნიშვნელობის: 2011 წლის ევრობასკეტზე უკრაინის ძლევით „ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირიქით - სწორედ უკრაინასთან დამარცხება გახდა საქართველოს ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის მიზეზი. მას მერე ჩვენი გუნდი უკრაინელებს არ შეხვედრია. ასე რომ, 26 ნოემბერს ილიას ზუროსის კრებულს რევანში აქვს ასაღები.


10:17, 20:16, 21:11, 18:9



საქართველო: ვ. ბოისა (17წთ, 1ქ), ფაჩულია (27წთ, 6ქ, 6მ), ცინცაძე (24წთ, 14ქ, 3მ, 3პ), მარკოიშვილი (33წთ, 14ქ, 6მ, 5პ), სანიკიძე (33წთ, 8ქ, 12მ), გამყრელიძე (10წთ), შერმადინი (13წთ, 4ქ), ჰეინსი (17წთ, 7ქ), შენგელია (18წთ, 12ქ, 7მ), ცქიტიშვილი (7წთ, 3ქ)

2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან დამარცხების შემდეგ უკრაინელთა ამერიკელმა მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ფრატელომ მოკლედ თქვა:

ქარველებმა ჩვენთან შედარებით ძალიან, ძალიან კარგად ითამაშეს და გამარჯვებაც დაიმსახურეს. მეტოქემ გვაჯობა ფარქვეშ, ბევრი შეცდომა დაგვაშვებინა, უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა“.

მის ნათქვამს ციფირებით შევავსებთ: ქართველებმა მოხსნებში 40:29 იმარჯვეს, რეალიზებულ ორქულიანებში - 25:13, რაც მთავარია, მეტოქეზე გაცილებით ნაკლები შეცდომა დაუშვეს - 16:23. მატჩის ბომბარდირის სტატუსი მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი ცინცაძემ გაიყვეს - 14-14 ქულა.

https://youtu.be/oTDU6pPwua0

ყველაზე საინტერესო ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე იყო: საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა უკრაინა-ბელგიის მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული. თუ ბელგია მოიგებდა - ბულგარეთი გავიდოდა, უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს უხსნიდა გზას შემდეგი ეტაპისკენ.

ქართველი და ბულგარელი კალათბურთელები მატჩის წინ საკუთარი ფავორიტის საქომაგოდ ლოჟაში დასხდნენ. მესამე პერიოდის ბოლოს ლოჟაში ერთ ბულგარელსაც ვერ ნახავდით - უკრაინამ ნაადრევად გადაწყვიტა მატჩის ბედი და ჯგუფიდან საქართველოს ნაკრები გავიდა.



20:21, 18:30, 25:16, 18:21



საქართველო: დიქსონი (24წთ, 2ქ), ფაჩულია (22წთ, 17ქ, 5მ), ცინცაძე (36წთ, 6ქ), შერმადინი (18წთ, 17ქ), სანაძე (24წთ, 11ქ), მარკოიშვილი (33წთ, 11ქ), ბერიშვილი (4წთ, 1ქ), შენგელია (36წთ, 16ქ, 7პ, 5მ), ლონდარიძე (2წთ).

ევრობასკეტი 2011-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ორი მოგებით (უკრაინა, ბელგია) გავიდა. ევრო 2017-ზეც ორი მოგება ჰქონდა, თუმცა პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა.
„ტურნირის დაწყების წინ ყველას ეგონა, უკრაინას სუსტი გუნდი ჰყავდა. თუმცა, ეს ასე არაა. მათ პერიმეტრიდან სროლაც ეხერხებათ, ათლეტურებიც არიან და სამწამიანში ბევრი ადვილი ბურთი ჩაგვიგდეს. ბოლო წუთებზე თამაშის შემოსატრიალებლად ძალა აღარ გვეყო“, - ასეთი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის კომენტარი.

საინტერესოა, რომ ქულების უმეტესობა ქართველთა წინახაზელებმა ჩააგდეს: შერმადინმა და ფაჩულიამ 17-17, შენგელიამ - 16. ჩვენს გუნდს პერიმეტრიდან თამაში არ წაუვიდა, სამაგიეროდ უკრაინელები ფარზეც ენერგიულად იყვნენ და 10 სამქულიანიც ჩააგდეს. მათი ბომბარდირი ცენტრი არტიომ პუსტოვოი იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო.

პუსტოვოი ახლაც გუნდის მთავარი დასაყრდენი იქნება, თუმცა საქართველო-უკრაინის კარსმომდგარ დაპირისპირებამდე, 2021 წლის 20 ნოემბერს დამაიმედებელი სურათი მივიღეთ: გიორგი შერმადინის „ტენერიფემპუსტოვოის „გრან კანარია“ 98:89 დაამარცხა. ქართველმა 25 წუთში 25 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, უკრაინელმა - 21 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა.

26 ნოემბერს შერმადინი-პუსტოვოის დუელი 19 საათზე სპორტის სასახლეში დაიწყება.

https://youtu.be/_wss32vJuDY


ამხანაგური მატჩები

15.08.2008
უკრაინა-საქართველო 86:81 დ.დ.

22:22, 14:15, 13:20, 25:17, 12:7

საქართველო: ცინცაძე (28წთ, 14ქ, 6პ), ელისი (30წთ, 13ქ, 5მ), სანიკიძე (32წთ, 3ქ, 5მ), ცქიტიშვილი (35წთ, 24ქ, 9მ), უგრეხელიძე (23წთ, 4ქ, 5მ), გამყრელიძე (21წთ, 6ქ), ა. ბოისა (18წთ, 3ქ), შერმადინი (30თ, 14ქ, 6მ), ტუღუში (5წთ), შენგელია (4წთ), ბერიშვილი (2წთ).


16.08.2008
უკრაინა-საქართველო 71:72

18:12, 18:22, 17:18, 18:20

საქართველო: ცინცაძე (28წთ, 8ქ), ელისი (29წთ, 20ქ), სანიკიძე (24წთ, 6ქ), ცქიტიშვილი (30წთ, 7ქ), უგრეხელიძე (13წთ, 6ქ), გამყრელიძე (20წთ, 2ქ), ვ. ბოისა (20წთ, 12ქ), ა. ბოისა (10წთ), შერმადინი (17თ, 9ქ), ტუღუში (8წთ, 2ქ).



25.07.2010
საქართველო-უკრაინა 87:84

22:21, 21:15, 22:20, 22:28

საქართველო: ცინცაძე (5წთ), გრინი (30წთ, 15ქ, 5მ, 5პ), შენგელია (21წთ, 15ქ), სანიკიძე (27წთ, 6ქ, 5მ, 4პ), ფაჩულია (28წთ, 15ქ, 7მ), გამყრელიძე (17წთ, 1ქ), შერმადინი (12წთ, 7ქ), ტუღუში (4წთ), მარკოიშვილი (29წთ, 23ქ), ჰოსლი (9წთ, 2ქ), ცქიტიშვილი (19წთ, 3ქ).