კრის პოლი ერთადერთი კალათბურთელია ლიგის ისტორიაში 20000 ქულით, 10000 პასით და 5000 მოხსნით #1TVSPORT
21:46, 28 Nov, 2021
„ფინიქსის“ გამთამაშებელი კრის პოლი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. ის არის პირველი მოთამაშე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში, ვინც კარიერაში 20 ათასი ქულა, 10 ათასი შედეგიანი გადაცემა და 5 ათასი მოხსნა დააგროვა, - ამის შესახებ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

პოლმა ამ შედეგს „ბრუკლინთან“ გასვლითი მატჩის შემდეგ მიაღწია. „ფინიქსმა“ ზედიზედ მე-16 შეხვედრა მოიგო და ამაში ყველაზე დიდი წვლილი დევინ ბუკერმა შეიტანა, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. პოლის ანგარიშზე 22 ქულა იყო.

„ნეტსის“ რიგებში საუკეთესო შედეგიანობა ჰქონდა კევინ დურანტს - 39 ქულა. სამმაგი დუბლი შეასრულა მისმა თანაგუნდელმა ჯეიმს ჰარდენმა - 12 ქულა, 13 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი.