„ჩელსი“ გავიში 50 მილიონ ევროს იხდის #1TVSPORT
22:13, 28 Nov, 2021
ლონდონის „ჩელსი“ შეეცდება „ბარსელონას“ ნახევარმცველის გავის შეძენას.

გამოცემა Diario Sport იტყობინება, რომ ინგლისური კლუბი მზად არის გადაიხადოს 50 მილიონი ევრო - სწორედ ეს გამოსასყიდი თანხა წერია 17 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში.

თავის მხრივ, კატალონელები გეგმავენ კონტრაქტის გაგრძელებას ნახევარმცველთან 2026 წლის ზაფხულამდე და იქ ჩაიწერება გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროს ოდენობით.

ამ სეზონში გავიმ 15 მატჩი ჩაატარა „ბარსელონაში“ და ერთი საგოლე პასი შეასრულა.