თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
22:37, 28 Nov, 2021
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი - 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალას, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი - 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის, ხერგიანის, პატარა ტბის, კარლო მებაღიშვილის, ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ქერჩის (ნაწილობრივ), ხერგიანის და მამკოდის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, ფერაძის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვახტანგ ჩიქოვანის, დელისის, მეგრელიძის, შალვა ნუცუბიძის და ემანუელ აფხაიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, ალექსი გოგოლაურის და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი - 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, შავთელის, ნაკაშიძეების, ავლევის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, ვერცხლის, დიუმას, სანაპიროს, ფურცელძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის, ხაზინის, გოგჩას, სულხანიშვილის, ხიდის და ფხოვის ქუჩების მოსახლეობას.10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და ტოვსტონოგოვის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.