ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - ჯერ უცნობია, არის თუ არა „ომიკრონ“ შტამი მეტად გადამდები სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით
00:25, 29 Nov, 2021
ჯერ უცნობია, არის თუ არა „
ომიკრონ“ შტამი უფრო მეტად გადამდები სხვა
ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის „
ომიკრონით“ დაზარალებულ რაიონებში ინფიცირებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები იმის გასაგებად, არის თუ არა ეს დაკავშირებული „
ომიკრონთან“ თუ სხვა ფაქტორებთან.
„ჯერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა „
ომიკრონის“ ინფექცია უფრო მძიმე დაავადებას სხვა
ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით. წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა „
ომიკრონის“ ინფექციით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაცხადების თანახმად, ვაქცინებს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების შესამცირებლად, მათ შორის დომინანტური მოცირკულირე ვირუსის, „დელტას“ წინააღმდეგ.