მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა
21:37, 14 Jan, 2022
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ატლანტიკურ საბჭოსთან“ საუბარში განაცხადა.

ერმაკის თქმით, ამერიკული მხარე წინადადებით დაინტერესდა, ხოლო რუსული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ ველოდებით რუსული მხარის რეაქციას, მაგრამ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა წინადადება ინტერესით მიიღეს“, - განაცხადა ერმაკმა.