ნიკა სანდოხაძე - „ტორპედო“ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ვიქნებით #1TVSPORT
22:46, 14 Jan, 2022
ნიკა სანდოხაძემ პირველი კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლაზე, სადაც ის რვა წლის წინაც თამაშობდა.
„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მოლაპარაკება მიმდინარეობდა ჩემსა და ხელმძღვანელებს შორის და ყველაფერი კარგად დამთავარდა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის. რა თქმა უნდა, „ტორპედო“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია და აქ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ტორპედომ“ წარმატებას მიაღწიოს“, - ამბობს ნიკა სანდოხაძე.

- გუნდს ყველასგან გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს. ბევრჯერ მომიხდა „ტორპედოს“ მოწინააღმდეგის რანგში ქუთაისში თამაში და ძალიან რთული იყო. შესაბამისად, როდესაც ფეხბურთელს ასეთი მხარდაჭერა გაქვს, ერთიორად შემართებით თამაშობ, ყველა მატჩში მაქსიმალურად იხარჯები - იმედი მაქვს, ყველა მატჩი იქნება საფეხბურთო ზეიმი და სატდიონი ყოველთვის გაივსება.

- მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ვიქნებით. ჩვენთან ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი და ვფიქრობ, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. ჩვენთან ადვილი გასეირნება არავის ელის და ყველანაირად ვეცდებით, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, რადგან ამის ძალა შეგვწევს.

- მიზანი ერთია - ყოველთვის ჩემპიონობა და ამისთვის ყველფერი უნდა გავაკეთოთ. ვიცი, ჩემი თანაგუნდელებიც ანალოგიურად ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად მოვინდომოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“.

ნიკა სანდოხაძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია. 2013-2014 წლებში „ტორპედოში" თამაშობდა, ხოლო 2020 წლიდან - „ლოკომოტივში“. სანდოხაძე ქუთაისელთა ახალი ცენტრალური მცველი და ყველა ასაკობრივი ნაკრების (17, 19 და 21-წლამდელთა) კაპიტანი იყო.