საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 397 პაციენტი
10:50, 28 Jan, 2022
საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 64 412 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 41 613, „პისიარ“-ტესტით - 22 799.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 26,5%, ბოლო 14 დღის - 17,88%, ბოლო შვიდი დღის - 22,1%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 127 234 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 986 928 გამოჯანმრთელდა, 14 870 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 695 237 აცრა, დღიურად აცრილია 7 997.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 894 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 143 პირი.

ამასთან, 27 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 699 პაციენტი, გარდაიცვალა 27.