საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა
10:50, 28 Jan, 2022
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 870-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 17 066 პირს დაუდასტურდა, 5 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 27 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 17 484 შემთხვევა გამოვლინდა, 3 699 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.