პარიზის გრანდ სლემზე 13 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
12:23, 28 Jan, 2022
საფრანგეთის დედაქალაქში, 5-6 თებერვალს ძიუდოს მსოფლიო ტურის ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირი - პარიზის გრანდ სლემი გაიმართება. ამ დროისათვის შეჯიბრებაზე 53 ქვეყნის 346 ძიუდოისტია რეგისტრირებული. წინასწარი ინფორმაციით, საფრანგეთში საქართველოს ნაკრების 13 წევრი იასპარეზებს.

-60 კგ. - თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი

-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ. - ვლადიმერ ახალკაცი

-90 კგ. - ბექა ღვინიაშვილი. ლუკა მაისურაძე

-100 კგ. - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ. - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი

მთავარი მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი