ფლოიდ მეივეზერის საჩვენებელი ბრძოლა დუბაიში გადაიდო #1TVSPORT
09:27, 14 May, 2022
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერის ორთაბრძოლა თანამემამულე დონ მურთან გაუქმებულია. შეხვედრა 14 მაისს დუბაიში, სასტუმრო „ბურჯ ალ-არაბის“ ვერტმფრენის დასაფრენ მოედანზე უნდა გამართულიყო. ამის შესახებ წერს გაზეთი „დეილი მეილი“.

ბრძოლის გაუქმების მიზეზი არის ის, რომ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბენ ზაიდ ალ-ნაჰაიანი.

73 წლის პრეზიდენტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოცხადდა, რომელის 40 დღე იმოქმედებს.

ამასთან დაკავშირებით, საგამოფენო ორთაბრძოლა 45 წლის მეოვეზერსა და მის ყოფილ სპარინგ-პარტნიორს შორის გადაიდო. ახალი თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის.