ახალი სეზონიდან დავით
ვოლკოვი კარიერას პოლონურ კლუბში გააგრძელებს - საქართველოს ნაკრებისა და აზერბაიჯანული „
ზირას“ ფეხბურთელზე ინფორმაციას „
აზერისპორტი“ ავრცელებს.
„აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ „
ზირას“ ფორვარდმა დავით
ვოლკოვმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა, რომელიც მას დედაქალაქის გუნდში შესთავაზეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პოლონურ კლუბ გდანსკის „
ლეხიასგან“ კარგი შეთავაზება მიიღო და აზერბაიჯანიდან წასვლა გადაწყვიტა.
ვოლკოვმა ამის შესახებ „
ზირას“ ხელმძღვანელობას შეატყობინა“, - წერს გამოცემა.
ვოლკოვმა კარიერა „გაგრაში“ დაიწყო. იყო „დინამო თბილისის“ მოთამაშე, საიდანაც იჯარით გაუშვეს საჩხერეს „
ჩიხურასა“ და ბოლნისის „სიონში“. 2017 წლის ზამთარში სერბეთის „
ზემუნში“ გადავიდა, მაგრამ ექვს თვეში ტრავმის გამო გუნდი დატოვა და კონტრაქტი „
საბურთალოსთან“ გააფორმა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ჩემპიონი გახდა.
აზერბაიჯანში 2019 წლიდან თამაშობს - ჯერ „
გაბალას“ ფეხბურთელი იყო, ხოლო 2020 წლიდან - „
ზირასი“ და მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი 11 ნოემბერს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა, მეორე შეხვედრაში, 15 ნოემბერს
უზბეკეთთან კი სადებიუტო გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა -1:0.
გდანსკის „
ლეხია“ პოლონეთში სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეოთხე ადგილზეა და
ევროსაგზური გარანტირებული აქვს. გდანსკის გუნდი
კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.