„მანჩესტერ სიტიმ“ ხუთ წუთში სამი გოლით ტიტული გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
21:15, 22 May, 2022
დრამატული დასასრული ჰქონდა პრემიერლიგის 2021-22 წლების სეზონს. ბოლო ტურში ლიდერები შინ თამაშობდნენ: „მანჩესტერ სიტი“ „ასტონ ვილას“ იღებდა, „ლივერპული“ – „ვულვერჰემპტონს“.

ორივე ლიდერი მდევრის როლში აღმოჩნდა. „ლივერპულმა“ მესამე წუთზე გაუშვა პედრო ნეტუსგან, თუმცა 24-ე წუთზე სადიო მანემ გაათანაბრა.

პარალელურად, „მანჩესტერ სიტი“ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა - 69-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა. ანგარიში მეტი კეშმა გახსნა, მეორე კი ექს-ლივერპულელმა ფილიპე კოუტინიო გაიტანა.

ასე რომ, „ლივერპულის“ ერთი გოლი და ჩემპიონი იურგენ კლოპის გუნდი გახდებოდა. „წითლებმა“ ერთის გარდა, ორი გაიტანეს - შეცვლაზე შესულმა მოჰამედ სალაჰმა და ენდრიუ რობერტსონმა, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს წყვეტდა, რადგან მანამდე „მანჩესტერ სიტიმ“ 76-დან 81-ე წუთებამდე სამი გოლი გაიტანა - დუბლი შეასრულა ილქაი გიუნდოგანმა, მის გოლებს შორის კი როდრიმაც გამოიჩინა თავი.

ასე რომ, „სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის შენარჩუნდა ერთქულიანი სხვაობა და პეპ გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი.