„გოლდენ სტეიტი“ 3:0 დაწინაურდა და სუპერფინალს მიუახლოვდა - NBA, დასავლეთი კონფერენციის ფინალი, მესამე მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
08:48, 23 May, 2022
ფაქტები

* მატჩში 11-ჯერ შეიცვალა ლიდერი, ოღონდ ეს პირველ ტაიმში ხდებოდა. „გოლდენ სტეიტი“ მეორე მეოთხედის ბოლოს გავიდა წინ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. „მეომრების“ მაქსიმალური ლიდერობა 14 ქულას უდრიდა.

* „გოლდენ სტეიტმა“ მოხსნებში მეტოქეს 47:33 მოუგო, შედეგიან გადაცემებში - 28:18.

* „დალასმა“ თამაშიდან მხოლოდ 40 პროცენტი ჩააგდო.

* „დალასმა“ მატჩში პირველი შვიდი სამქულიანი ააცილა, სულ კი 45-დან მხოლოდ 13 შორეული ტყორცნა ჩააგდო. „მავერიქსში“ სამქულიანების სპეციალისტებმა რეჯი ბალოკმა და მაქსი კლებერმა 12-დან ყველა სამქულიანი ააცილეს.

* NBA-ის ისტორიაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა პლეი ოფის სერია წაეგოს გუნდს 3:0 დაწინაურების შემდეგ.

* „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ 26-ე სერიაში მოიგო მინიმუმ ერთი გასვლითი მატჩი.


დალასი-გოლდენ სტეიტი      100:109

22:25, 25:23, 21:30, 32:31

: დონჩიჩი (40+11 მოხსნა), დინუიდი (26), ბრანსონი (20).

გ-ს: კარი (31+11 პასი), უიგინსი (27+11 მოხსნა), ტომპსონი (19+7 მოხსნა), გრინი (10), პული (10), ლუნი (9+12 მოხსნა).

სერია: 0-3