ტაიფუნის გამო, ჩინეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა
22:47, 02 Jul, 2022
ტაიფუნ „ჩაბას“ გამო, ჩინეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საინჟინრო გემი, რომელზეც 30 მეზღვაური იმყოფებოდა, ტაიფუნ „ჩაბას“ ეპიცენტრში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც, ჰონგ-კონგის სანაპიროდან 300 კილომეტრში ჩაიძირა.

მაშველებმა სამი მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენი 27 მეზღვაურის ბედი კი, ამ დრომდე უცნობია.

ადგილზე ორი სამაშველო თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და სამაშველო გემია მობილიზებული, თუმცა სამძებრო სამუშაოები გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე დაახლოებით 144 კილომეტრია საათში, ხოლო ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.