სლოვენიის ყოფილი პრემიერი - ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით
23:43, 02 Jul, 2022
საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-ის არმინიჭება 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, - ამის შესახებ სლოვენიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ ​ „ტვიტერში“ დაწერა.

იანეზ იანშა წერს, რომ ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით

„სინამდვილეში, აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით. კარგად მახსოვს ეს დრამატული ღამე. ეს იყო 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, - წერს იანეზ იანშა.

იანეზ იანშა სლოვენიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სამჯერ იკავებდა. 2004-2008 წლებში, 2012-2013 წლებში და 2020-2022 წლებში. მან ქვეყნის პრემიერის თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ ივნისს დატოვა.

Actually, the #US supported #MAPs for #Ukraine️ and #Georgia at Bucarest @NATO Summit 2008.
And all European members with the exception of #Germany and #France. I remember well this dramatic night.

It was the biggest strategic mistake of the beginning of the 21st century. https://t.co/oPt3bkZnV3


— Janez Janša (@JJansaSDS) July 2, 2022