საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, გუშინ, ღამის პერიოდიდან
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე ადიდებული მდინარე რიონის გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.