ქალი არბიტრი პირველად შეიყვანეს სერია A-ს მსაჯების სიაში #1TVSPORT
09:53, 03 Jul, 2022
მარია-სოლე ფერიერი-კაპუტი იმ მსაჯთა სიაში მოხვდა, რომლებიც 2022-23 წლების სეზონში სერია A-ს მატჩებს მოემსახურებიან. ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა იტალიის უმაღლესი დივიზიონის მატჩს ქალი იმსაჯებს.

32 წლის ფერიერი-კაპუტიმ გასულ სეზონში პირველად იმუშავა სერია B-ს მატჩზე, ასევე იმსაჯა იტალიის თასის ერთი შეხვედრა.

იტალიის ახალი ჩემპიონატი 13 აგვისტოს დაიწყება.