დღეს, იტალიის სერია „ა“-ში სეზონის პირველ მატჩს გამართავს „ნაპოლი“ და დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია
ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მსოფლიოს ტოპ-5 ლიგიდან ერთ-ერთ
საუკეთესოში ქართველი ფეხბურთელი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ბოლოს იტალიის ჩემპიონატში ლევან მჭედლიძე 2018 წლის 25 ნოემბერს „ემპოლის“ ფორმით „
ატალანტას“ წინააღმდეგ გამოჩნდა - მას შემდეგ ჩვენს მოთამაშეებს იტალიის ელიტარულ კლუბებში აღარ იწვევდნენ.
წელს სერია „ა“-ში ერთდროულად ორი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა - ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ლუკა
ლოჩოშვილი „
კრემონეზეში“ მიიწვიეს, რომლის გუნდმაც გუშინ სადებიუტო შეხვედრა „
ფიორენტინასთან“ წააგო. მაგრამ ტრანსფერის იურიდიული დეტალების მოგვარებამდე,
ლოჩოშვილს არ უთამაშია.
კვარაცხელია კი, იტალიური მედიის მტკიცებით (მათ შორის იყო ავტორიტეტული goal.com) „
ვერონასთან“ გასვლით მატჩში „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
goal.com წერს:
„ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში სპალეტი მოედანზე შეუშვებს კიმს და კვარაცხელიას. ნეაპოლელები შეეცდებიან უპასუხონ ყველა იმ გუნდს, რომელთაც ქაღალდზე განზრახული აქვთ იბრძოლონ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილებისთვის. „ვერონა“ სავარაუდოდ, 3-5-2 სათამაშო სქემას გამოიყენებს, ლუჩიანო სპალეტი კი დაეყრდნობა 4-3-3 სისტემას, სადაც შეტევის ფლანგებზე ლოსანო და კვარაცხელია იქნებიან, შემტევ სამკუთხედს კი ოსიმენი შეკრავს“.
„ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენლობა(4-3-3):
მერეტი; დი ლორენცო,
რაჰმანი, კიმი, მარიო რუი;
ანგისა,
ლობოტკა,
ზელინსკი;
ლოზანო,
ოსიმენი, კვარაცხელია.