კვარაცხელია ძირითადშია - „ნაპოლიმ“ სასტარტო ხვიჩას სურათით წარადგინა #1TVSPORT
19:51, 15 Aug, 2022
ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობა „ვერონას“ წინააღმდეგ და წინასწარი ვერსიები დადასტურდა - რჩეულ 11-ში ხვიჩა კვარაცხელიაა. საქართველოს ნაკრების ლიდერი 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

საინტერესოა, რომ ტვიტერზე იტალიურმა კლუბამ სასტარტო შემადგენლობა ხვიჩა კვარაცხელიას სურათით წარადგინა - ასეთი პატივით კი გუნდის გამორჩეული მოთამაშეები სარგებლობენ.

„ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენლობა(4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი; ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

ვერონასს“ და „ნაპოლის“ შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.