საქართველოს ნაკრებიდან იტალიაში დაბრუნებულმა ლუკა
ლოჩოშვილმა სერია
A-ში „
კრემომონეზეს“ ფორმა მე-8 ტურშიც მოირგო და საკმაოდ ნორმალური თამაში ჩაატარა, მაგრამ მისმა გუნდმა „ლეჩესთან“ გასვლით მატჩში ვერ მოიგო.
საქართველოს ნაკრების მცველი „
კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში და შეუცვლელად ითამაშა. 24 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ საიმედოდ ითამაშა და შეცდომა არ დაუშვია.
ანგარიში „
კრემონეზემ“ გახსნა. მეტოქის კარი მე-19 წუთზე პენალტით დანიელ
ჩოფანიმ აიღო. წონასწორობა პირველი ტაიმის ბოლოს გაბრიელ
სტრეფეზამ აღადგინა.
ელიტარულ ლიგაში დაბრუნებულმა „
კრემონეზემ“ ყველა მეტოქესთან იბრძოლა, მაგრამ მოგებას ვერ ახერხებს. 8 ტურის შემდეგ გუნდმა ჯერ თამაში ვერ მოიგო, 5 მატჩი წააგო და მხოლოდ 3 ქულით სერია
A-ში ბოლოდან მეორე (მე-19) პოზიციაზეა.
ლუკა
ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „
კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში მე-6 მატჩი ჩაატარა და საკმაოდ კარგი შეფასებები მიიღო -
whoscored-მა ლუკას თამაში 6,5 ქულით შეაფასა, ხოლო
sofascore-მა 6,6 ქულა დაუწერა.