ფორმულა 1, სინგაპურის გრანპრი - მაქს ფერსტაპენის ჩემპიონობა გადაიდო #1TVSPORT
21:06, 02 Oct, 2022
„რედ ბულის“ პილოტმა სერხიო პერესმა სინგაპურის გრანპრი მოიგო და სეზონში მეორე, კარიერაში კი მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ამ რბოლაში შეიძლებოდა ვადაზე ადრე გაეფორმებინა ფორმულა 1-ის ჩემპიონობა მაქს ფერსტაპენს. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ნიდერლამდელი რბოლას მოიგებდა, ხოლო სერხიო პერესი და შარლ ლეკლერი ქულათა ზონაში ვერ შევიდოდნენ.

სტარტის წინ მარინა-ბეის ტრასაზე ძლიერი წვიმა დაიწყო, ტრასა წყლით აივსო და ამის გამო, ორგანიზატორებმა დასაწყისი ერთი საათით გადადეს. იმ დროისთვის ტრეკი საკმარისად გაშრა და პილოტებმა არა წვიმის, არამედ საშუალედო საბურავები აირჩიეს.

სველ ტრასაზე სტარტი მშვიდი გამოვიდა. ლიდერთა ჯგუფში ორი ცვლილება მოხდა: პერესმა პოულის მფლობელ ლეკლერს გაუსწრო და რბოლის ლიდერი გახდა, კარლოს საინსმა კი კონტაქტით გაუსწრო ლუის ჰემილტონს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. ფერსტაპენმა სტარტი მერვე პოზიციიდან აიღო და პირველი მეტრები არ გამოუვიდა, რამდენიმე პოზიცია დაკარგა და მე-13 ადგილამდე დაეშვა. თუმცა, ორი წრის შემდეგ გაუსწრო რიკიარდოს, მაგნუსენსა და სტროლს, რითაც ტოპ-ათეულში დაბრუნდა.

რბოლის მეორე ნაწილი უფრო საინტერესო იყო, რადგან თითქმის ყველა პილოტი „სლიკებზე“ გადავიდა. პირველ ადგილზე ისევ პერესი იყო, მას მიყვებოდნენ ლეკლერი და ლანდო ნორისი, რომელიც ჯერ ბოქსებში არ იყო შესული. ამასობაში, მანქანა დაამტვრია იუკი ცუნოდამ და ტრასაზე უსაფრთხოების ავტომობილი გავიდა.

რესტარტისას ფერსტაპენმა, რომელიც უკვე მეხუთე ადგილზე იყო, ნორისს შეუტია, მაგრამ შეცდომა დაუშვა და ისევ მერვე ადგილზე აღმოჩნდა, თან საბურავები გააფუჭა და ბოქსებში მოუწია შესვლა, რის გამოც ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

როგორც კი პილოტებმა DRS-ის სისტემის გახსნის უფლება მიიღეს, ლეკლერმა პერესის პრესინგი სცადა, მაგრამ დიდხანს ეს ვერ შეძლო. მონაკოელი ახლოს ვერ მივიდა ლიდერთან და შეტევა შეწყვიტა. ამასობაში, ფერსტაპენმა ტოპ-ათეულამდე მიაღწია, გასლის გაუსწრო და ჰემილტონის უკან აღმოჩნდა. შედეგად, ლუისმა სებასტიან ფეტელზე შეტევისას შეცდომა დაუშვა და ტრასის სველ ნაწილში აღმოჩნდა, რითაც ფერსტაპენმა ისარგებლა. ბოლო წრეზე მან ფეტელსაც გაუსწრო და მეშვიდე ადგილზე გავიდა.

შემდეგი ეტაპი მომდევნო კვირას იაპონიაში გაიმართება.

სინგაპურის გრანპრი


  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) - 61 წრე

  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) - +595

  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) - +305

  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) - +133

  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) - +58.282

  6. ლენს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) - +61.330

  7. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, რედ ბული) - +63.825

  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) - +65.032

  9. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი. მერსედესი) - +515

  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფა ტაური) - +74.576

  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) - +93.844

  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) - +97.610

  13. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) - 1 წრე

  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) - 2 წრე

  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფა ტაური) - უფინიშოდ

  16. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) - უფინიშოდ

  17. ალექსანდერ ალბონი (ტაილანდი, უილიამსი) - უფინიშოდ

  18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) - უფინიშოდ

  19. გუანიუი ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) - უფინიშოდ

  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიასი) - უფინიშოდ


საერთო ჩათვლა


  1. მაქს ფერსტაპენი - 341 ქულა (11 მოგება)

  2. შარლ ლეკლერი - 237 (3)

  3. სერხიო პერესი - 235 (2)

  4. ჯორჯ რასელი - 203

  5. კარლოს საინსი - 202 (1)

  6. ლუის ჰემილტონი - 170

  7. ლანდო ნორისი - 100

  8. ესტებან ოკონი - 66

  9. ფერნანდო ალონსო - 59

  10. ვალტერი ბოტასი - 46

  11. დანიელ რიკარდო - 29

  12. სებასტიან ფეტელი - 24

  13. პიერ გასლი - 23

  14. კევინ მაგნუსენი - 22

  15. ლენს სტროლი - 13

  16. მიკ შუმახერი - 12

  17. იუკი ცუნოდა - 11

  18. გუანიუი ჟოუ - 6

  19. ალექს ალბონი - 4

  20. ნიკ დე ვრიზი - 2


კონსტრუქტორთა თასი


  1. Red Bull - 576 ქულა

  2. Ferrari - 439

  3. Mercedes - 373

  4. McLaren - 129

  5. Alpine - 125

  6. Alfa Romeo - 52

  7. Aston Martin - 37

  8. Haas - 34

  9. AlphaTauri - 34

  10. Williams - 6