რუსული მედიის ცნობით, რუსეთში მობილიზაციას დაქვემდებარებულ 180-ზე მეტ პირს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა სურდათ, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამოძახების ცნობა გადაეცათ
22:20, 02 Oct, 2022
რუსეთში მობილიზაციას დაქვემდებარებულ 180-ზე მეტ პირს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა სურდათ, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამოძახების ცნობა გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს საზღვარზე მუშაობს ოპერატიული გაწვევის ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, ასევე ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები.

რუსული მედიის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ მობილიზაციას, გადაეცემათ გამოძახება და განემარტებათ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონის ნორმები.