ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
23:34, 02 Oct, 2022
ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. არარატ მირზოიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ჟენევაში, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის პროექტზე მოლაპარაკებები დაიწყებოდა.

13 სექტემბრის ღამეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის მიერ ქვეყნის დასახლებების დაბომბვის შესახებ. ბაქომ განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ერევნის პროვოკაციებზე. მოგვიანებით აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ სომხეთში ამბობდნენ, რომ დაბომბვა გრძელდებოდა.


The meeting of Foreign Minister of #Armenia @AraratMirzoyan and Foreign Minister of #Azerbaijan Jeyhun Bayramov in #Geneva commenced. pic.twitter.com/mmxVphSxES


— Spokesperson of MFA of Armenia (@ArmSpoxMFA) October 2, 2022