ნიკუ პოპესკუ - უკრაინაში დაბომბვის გამო, ჩვენს ქვეყანაში გამორთული იყო ელექტროენერგია, ეს არის მაგალითი, რომ ომი უკრაინაში ზიანს აყენებს მოლდოვის მოქალაქეებს
16:04, 24 Nov, 2022
ვგმობთ სასტიკ ომს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ათობით ქვეყანა, მეზობელი ქვეყნები ზარალდებიან ამ სასტიკი ომით, - ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნიკუ პოპესკუმ აღნიშნა, ომი უკრაინაში ზიანს აყენებს მოლდოვის მოქალაქეებს.

„ბევრი საერთო გვაქვს იმ ომთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს მეზობელ უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ, ყველანი, ვგმობთ ამ სასტიკ ომს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ათობით ქვეყანა, მეზობელი ქვეყნები ზარალდებიან ამ სასტიკი ომით. ყველაზე მეტად მოლდოვა ზარალდება. გუშინ მრავალი საათის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში გამორთული იყო ელექტროობა უკრაინაში განხორციელებული დაბომბვის გამო. ეს არის მაგალითი, რომ ომი უკრაინაში ზიანს აყენებს მოლდოვის მოქალაქეებს. რუსეთის ელჩი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი ასეთ დაბომბვასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ რუსეთს ვურჩიეთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. გუშინ ნიუ იორკში, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სესიაზე მოლდოვის ელჩმა მსოფლიო საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ისაუბრა ყველა ზემოთ აღნიშნულ თემაზე“, - განაცხადა პოპესკუმ.