მბაპეს დუბლით საფრანგეთმა დანია დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT
21:56, 26 Nov, 2022
მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში ერთმანეთს საფრანგეთი და დანია დაუპირისპირდნენ. პირველმა ტაიმმა თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მცირე უპირატესობას ფლობდნენ და უფრო სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა ანგარიში არ გახსნილა — 0:0.




მეორე ტაიმი დანიამ უფრო აქტიურად დაიწყო და პირველი კუთხურებიც მოაწოდა, მაგრამ ანგარიში მაინც საფრანგეთმა გახსნა. მსოფლიო ჩემპიონების შეტევა კილიან მბაპემ 61-ე წუთზე გოლად აქცია და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა — 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ დანიელებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს და ანგარიში მალევე გაათანაბრეს. 68-ე წუთზე დანიელებმა კუთხური ჩამოაწოდეს და კრისტენსენმა თავური დარტმით ლორისის კარი აიღო — 1:1. გაშვებული გოლის შემდეგ ახლა უკვე ფრანგები გააქტიურდნენ და სულ უფრო სახიფათოდ უტევდნენ.



ფრანგების მორიგი შეტევა 87-ე წუთზე კვლავ კილიან მბაპემ დააგვირგვინა და დუბლი შეასრულა — 2:1 მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების სასარგებლოდ. არბიტრმა მეორე ტაიმს 6 წუთი დაამატა, მაგრამ ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და საფრანგეთის ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა.


D ჯგუფი





















































ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 22.11.2022 17:00 დანია-ტუნისი 0:0
I ტური 22.11.2022 23:00 საფრანგეთი-ავსტრალია 4:1
II ტური 26.11.2022 14:00 ტუნისი-ავსტრალია 0:1
II ტური 26.11.2022 20:00 საფრანგეთი-დანია 2:1
III ტური 30.11.2022 19:00 ავსტრალია-დანია :
III ტური 30.11.2022 19:00 ტუნისი-საფრანგეთი :





















































D ჯგუფი
1 საფრანგეთი 2 2 0 0 6-2 6
2 ავსტრალია 2 1 0 1 2-4 3
3 დანია 2 0 1 1 1-2 1
4 ტუნისი 2 0 1 1 0-1 1