ზურაბ სტურუა სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
00:01, 27 Nov, 2022
საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ქართველი მოჭადრაკისთვის ეს სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ტიტულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.