„ეკიპი“ - ბენზემას წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ატმოსფერო გაუმჯობესდა #1TVSPORT
08:23, 27 Nov, 2022
ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებიდან გამგზავრების შემდეგ გუნდში ატმოსფერო გაუმჯობესდა.

როგორც გაზეთი „ეკიპი“ წერს, მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ტრავმა მიიღო ვარჯიშზე და დატოვა კატარში საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელი ბაზა, სიტუაცია გუნდში „მსუბუქი“ გახდა და ფეხბურთელებმა შვება იგრძნეს.

საფრანგეთის ნაკრების მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა, კერძოდ, მარკუს ტურამმა მოინახულა ბენზემა მის ოთახში იმ ტრავმის შემდეგ, რომელმაც „ოქროს ბურთის“ მოქმედ მფლობელს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის საშუალება არ მისცა.

წყაროს ცნობით, ბენზემას წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში შესანიშნავმა ატმოსფერომ დაისადგურა და ახლა გუნდში ყველა ერთად კარგად ატარებს დროს.

კერძოდ, რამდენიმე ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი არაკომფორტულად გრძნობდა თავს ფორვარდის გვერდით.