მედიის ცნობით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს
21:53, 24 Jan, 2023
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დოკუმენტები მაიკ პენსის ადვოკატებმა ფედერალურ საგამოძიები ბიუროს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საიდუმლო დოკუმენტები აღმოჩნდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ყოფილ ოფისში, ასევე დელავერში, მისი სახლის ავტოფარეხში.

ბაიდენის ადვოკატები აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცეს.

გრიფით საიდუმლო დოკუმენტები შარშან აღმოაჩინეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში.

როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის შემთხვევაში დანიშნულია სპეციალური პროკურორი, რომლებიც პრეზიდენტების მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევას შეისწავლიან.