დღეიდან ფინეთის ქალაქი ესპო ფიგურულ ციგურაობაში ევროპის რიგით 115-ე ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
22:48, 24 Jan, 2023
„ესპო მეტრო არენაზე“ 35 ქვეყნის 131 მოციგურავე იასპარეზებს, მათ შორის 30 გოგონა, 29 ვაჟი, 13 სპორტული წყვილი და 23 მოცეკვავე წყვილი.

ამ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟებში ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი წარმოადგენენ, რომლებიც ჩემპიონატის პირველ დღეს, ანუ 25 იანვარს მოკლე პროგრამებს შეასრულებენ და, შესაბამისად, 22-ე და 27-ე ნომრებად გამოვლენ.

ანასტასია გუბანოვა - 26 იანვრს, ხოლო მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით ყინულზე 27 იანვარს იასპარეზებენ.