თბილისის გრანდ სლემს გრიგალაშვილიც გამოაკლდა #1TVSPORT
15:40, 22 Mar, 2023
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთი დანაკლისია. 24-26 მარტს თბილისში გასამართ გრანდ სლემზე ვერ იასპარეზებს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ). ქართველს უმნიშვნელო ტრამვა აქვს, რომელიც სპორტსმენმა იაპონიაში, შეკრებაზე მიიღო.


დღევანდელი მონაცემებით, გრანდ სლემზე 62 ქვეყნის 424 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, საიდანაც 224 კაცია, ხოლო 200 – ქალი. საქართველოს კაცთა ნაკრებში – 28 ძიუდოისტი, ხოლო ქალებში 12 სპორტსმენი იასპარეზებს.


კაცები


60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი.
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა.
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური.
100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალები


48 კგ: ნატალი ყიფშიძე.
52 კგ: ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი,, მარი მახარაშვილი.
57 კგ: ნინო წიკლაური, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.
70 კგ: რეგინა უთნელიშვილი.
78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ. ტურნირის ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე. ბილეთის ფასი სამივე საშეჯიბრო დღეს 10 ლარიდან 25 ლარამდეა.

წინასწარი შეხვედრები, სავარაუდოდ, 10:00 საათზე დაიწყება (ზუსტი დრო 23 მარტს, წილისყრის შემდეგ გამოცხადდება), ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათზე გაიმართება. გრანდ სლემი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.