მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT
16:00, 22 Mar, 2023
გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა 34 წლის ასაკში პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ფეხბურთელმა გამოაქვეყნა გამოსათხოვარი წერილი სოციალურ ქსელში, რომელშიც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ფეხბურთში წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

საკლუბო კარიერაში იოზილი თამაშობდა „შალკეში“, „ვერდერში“, „რეალში“, „არსენალში“, „ფენერბაჰჩესა“ და „ბაშაქშეჰირში“.

გერმანიის ნაკრებში ნახევარმცველმა 92 მატჩი ჩაატარა და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.