ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს
15:11, 22 Mar, 2023
ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ბავშვი ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ მუშევანში იპოვეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.