ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა
16:45, 22 Mar, 2023
ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 19-ის კი - საშუალო სიმძიმის.

გავრცელებული ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

მანამდე, საოკუპაციო ძალების იერიშს კიევის ოლქში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.